ზაჰესის დასახლებაში N50 საბავშვო ბაღის ახალი შენობა შენდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. გლდანის რაიონში, ე.წ. ზაჰესის დასახლებაში N50 საბავშვო ბაღს ახალი შენობა ექნება და ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი, პროექტის დასრულების შემდეგ, კუთვნილ მისამართზე დაბრუნდება.
რამდენიმე დღის წინ დაწყებული სამუშაოები, დღეს, სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ, მერის მოადგილე კახა გულედანთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძესთან ერთად დაათვალიერა.
ახალი ბაღი 8-ჯგუფიანი იქნება და 230 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 5,454,087 ლარია.