ხშირად დასმული კითხვები

    • როგორ ვარეგისტრირებთ ბავშვს თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში?

    თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, ტრადიციულად, ტარდება ყოველი წლის ივნისში.  რეგისტრაციის ზუსტი თარიღი ცხადდება ორი-სამი კვირით ადრე. რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge 

    პირველ ეტაპზე რეგისტრაციას შეძლებენ: 

    1.  სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; 
    2.  სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვისსააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; 
    3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; 
    4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისმომსახურებით;
    5. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები. (როცა ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მხოლოდ ერთი მშობელი);
    6.  მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი)
    7. სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობი ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

    აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: 2021registracia@gmail.com . ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა წარმოადგინოს ბავშვის დაბადების მოწმობა, შესაბამისი დიაგნოზის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა 100 ან ფორმა 50) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

  • ელექტრონული ფოსტის იმავე მისამართზე ( 2021registracia@gmail.com) მოხდება შესაბამისი დოკუმენტების მიღება (ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ, ასევე მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია) ზემოთ მითითებული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეები. 

  •  

    რეგისტრაციის მეორე ეტაპზე ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედისპირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში. 

    აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლისდასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის. 

    • რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რა საბუთები უნდა წარვადგინო ბაღში და როდის?

    რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს, მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე. აუცილებელი დოკუმენტაციაა: 

    ·         დაბადების მოწმობის ასლი

    ·         2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)

    ·         ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა

    ·         მშობლების პირადობის მოწმობის ასლი 

     

  • აღნიშნული დოკუმენტები ბაღში უნდა წარადგინოთ სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე. 

 

  • რას ნიშნავს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქის შვილი?

     


    -          მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქის შვილი ნიშნავს იმ ბავშვს, რომლის დაბადების მოწმობაშიც დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი მშობლის მონაცემები. 

    • რატომ ვერ ვარეგისტრირებ მეორე შვილს, როდესაც პირველი ჯერ კიდევ ბაღის აღსაზრდელია და სექტემბერში მიდის სკოლაში?

    -          დედმამიშვილის სტატუსი არის უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს ოჯახი, რომლის ერთი შვილი სარგებლობს ერთი და იმავე ბაღის მომსახურებით, მაგრამ თუ ერთი შვილი სექტემბრიდან მიდის სკოლაში, ანუ აღარ იქნება ამ ბაღის აღსაზრდელი, მეორე შვილი ავტომატურად ვერ სარგებლობს დედმამიშვილის სტატუსით. დედმამიშვილის სტატუსისთვის უპირატესობის მინიჭების მიზანი არის შემდეგი - მშობელმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს ბაღის ასაკის, არ ატაროს ორი ან მეტი ბავშვი სხვადასხვა ბაღებში, ხოლო თუ ერთი შვილი სექტემბრიდან ივლის სკოლაში, მეორე ბავშვს ეს სტატუსი აღარ იქნება. ანუ სტატუსი მოქმედებს სააღმზრდელო წლის პერიოდში. 

    • რას ნიშნავს საზაფხულო ბაღი?

    -          საზაფხულო ბაღი არის სოციალური პროექტი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაღი მოქმედებს ივლისის განმავლობაში, ის არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი საჯარო ბაღის აღსაზრდელი, შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა (2021 წელს საზაფხულო ბაღები არ იფუნქციონირებს)

    • ხომ არ შეუშლის ხელს საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას?

    -          საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხელს არ უშლის სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას, თუმცა ამავე დროს, საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ბავშვი სექტემბრიდან ამავე ბაღში გააგრძელებს სწავლას.

    • რას ნიშნავს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახი, რომელიც სარგებლობს პრიორიტეტით რეგისტრაციის პირველ ეტაპზე?

    -          რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობით სარგებლობენ იმ ოჯახების შვილები, რომლებსაც აქვთ სტატუსი სოციალურად დაუცველი, რეგისტრირებული არიან თბილისში და აქვთ 100 000-ზე ნაკლები ქულა.

    • რა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ოჯახმა, რომელსაც ჰყავს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე შვილი?

    -          ოჯახმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100 ან ფორმა 50, რომლითაც დადასტურდება ბავშვის გსმ სტატუსი და იკითხება კონკრეტული დიაგნოზი.

     

    • შემიძლია თუ არა ბაღიდან ბაღში ბავშვის გადაყვანა?

     

    -          ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში არ ხდება. იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა.  

     

    • როგორ უნდა მოვიქცე თუ მსურს საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყება?

    -          საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, ბაღების სააგენტო პერიოდულად აცხადებს კონკურსს, რომელიც არის ელექტრონული და აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადი, მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. სხვა შემთხვევაში, წლის განმავლობაში პერიოდულად არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, მსურველები მიმართავენ სააგენტოს კადრების განყოფილებას, სადაც წარადგენენ პირად დოკუმენტაციას. ასევე, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ სააგენტოს ვებგვერდზე: http://kids.org.ge/ge/vakansia. (გაითვალისწინეთ, რომ საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების ველებში აუცილებლად უნდა ჩაწეროთ მხოლოდ ციფრები, სხვა შემთხვევაში ვერ გაივლით რეგისტრაციას).

     

    • როგორ უნდა მოვიქცე, თუ მაქვს პრეტენზია ან ეჭვი ბავშვზე არასათანადო მოქცევასთან დაკავშირებით სააღმზრდელო ჯგუფში?

    -          ასეთი ეჭვის ან ფაქტის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში მშობელმა უნდა მიმართოს კონკრეტული ბაღის დირექტორს, ადმინისტრაციას, მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა და რეაგირება. რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში,  თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ განცხადებით თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს. 


    • სად მდებარეობს სააგენტო?

     - თბილისი, მიცკევიჩის 29ა, მესამე სართული.

 

  •    როგორ უნდა მოვიქცე, თუ ელექტრონულად ვერ მოვახერხე ბავშვის დარეგისტრირება?

              ------------------------------

    ამ შემთხვევაში უნდა მიბრძანდეთ სასურველ ბაღში და დატოვოთ განცხადება რეზერვში მოხვედრის თაობაზე. ადგილის გამოჩენის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხება მომლოდინეთა რეგისტრაცია

  • რას ნიშნავს სარეზერვო სია?

    -----------------------------------   

          საბავშვო ბაღში არსებული ადგილების შევსების შემდეგ, საბავშვო ბაღი საშუალებას აძლევს მშობლებს მათი შვილის მონაცემები დარეგისტრირდეს მომლოდინეთა სიაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბაღებში ბავშვების როგორც რეგისტრაცია, ისე გარიცხვა (რეგისტრაციის გაუქმება) მუდმივი პროცესია, ტრადიციულად, წლის განმავლობაში ჩნდება თავისუფალი ადგილები. ამ შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი ბავშვების მშობლებს უკავშირდება ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას და სთავაზობს ბავშვის რეგისტრაციას. მშობლის თანხმობის შემთხვევაში, ბავშვი ჩაირიცხება სასურველ ბაღში. ასევე, საბავშვო ბაღები სათათბირო ორგანოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ადგილებს გამოყოფენ სექტემბრის პირველ რიცხვებში, რის შემდეგაც იწყება მომლოდინეთა რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახს ატყობინებს ბაღის ადმინისტრაცია.

·         შევძლებ თუ არა ბავშვის რეგისტრაციას თბილისის ბაღში თუ არ ვართ რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში?

 

-         რაიონში რეგისტრაცია თბილისის ბაღებში რეგისტრაციაში ხელს არ გიშლით. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულად თბილისის საჯარო ბაღში, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.

 

 

·         შესაძლებელია თუ არა თბილისის საჯარო ბაღში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ბავშვის რეგისტრაცია?

-                      -   დიახ შესაძლებელია. ამისათვის, მშობელმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს, სადაც ბავშვს მიენიჭება ბინადრობის ნებართვა და შესაბამისი 11-ნიშნა პირადი ნომერი.

 

 

შემიძლია თუ არა სააგენტოს წარვუდგინო ოფიციალური წერილი ელექტრონულად?

  • თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ოფიციალური წერილის წარდგენა ელექტრონულად შესაძლებელია ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: saagentoskancelaria@gmail.com
  • განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ადრესატი - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე, განმცხადებლის პირადი ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, განცხადების თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

 

---