ვიდეოკონფერენცია კოვიდ 19-ის გამო დახურული ბაღების დირექტორებთან
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემდეგ დახურული საბავშვო ბაღების დირექტორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. კახაბერ გვანცელაძემ თითოეულ ბაღში გამოვლენილი შემთხვევის, დაინფიცირებულთა მდგომარეობისა და დახურული ბაღების გახსნის გეგმა-გრაფიკების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე, საუბარი შეეხო 31 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების ჩასატარებლად ბაღების სამოქმედო გეგმებსა და ბაღების რამდენიმე დღით დახურვის საკითხს.
ამჟამად, თბილისში კოვიდ 19-ის ფაქტების გამოვლენის გამო 55 საბავშვო ბაღია დახურული. მათი გახსნა ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ არც ერთ შემთხვევაში ვირუსის შიდა გავრცელება არ მომხდარა.