ახალი ამბები

ვაჟა დურგლიშვილი N119 ბაღს ესტუმრა

თბილისის N119 საჯარო ბაგა-ბაღში ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, ვაჟა დურგლიშვილს უმპასპინძლეს. სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა და აღმზრდელებმა კომპოზიტორის საბავშვო სიმღერები შეასრულეს.

როგორც ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, "ვაჟა დურგლიშვილის სიმღერებს მათ რეპერტუარში დიდი ადგილი უკავია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ყველასათვის საყვარელი საბავშვო სიმღერების ავტორთან ერთად აღენიშნათ.

ღონისძიების დასასრულს, პატარებმა კომპოზიტორს მისი სახელობის ვარსკვლავი აჩუქეს, თავად ავტორმა კი მათთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

ვაჟა დურგლიშვილი ხუთასამდე მუსიკალური კომპოზიციის ავტორია, რომელთაგან ორასი სწორედ ბავშვებისთვისაა დაწერილი.