ახალი ამბები

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება N162 ბაგა-ბაღში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობები იმართება. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე N162 საბავშვო ბაღში დაესწრო.
ბავშვებთან შესახვედრად ბაგა-ბაღს სტუმრად ეწვივნენ ქართველი მსახიობი ნანული სარაჯიშვილი და თეატრმცოდნე დოდოშკა ხურცილავა. სტუმრებმა ბავშვებისთვის სახალისო ისტორიები გაიხსენეს და საინტერესო მოთხრობები წაუკითხეს. თავის მხრივ, ბავშვებმა სტუმრებისათვის მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები თბილისის ბაღებში, ტრადიციულად, თებერვალში იმართება. ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებს სტუმრობენ ჩვენი დროის მწერლები, პოეტები, მსახიობები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და ამ ფორმით, ერთად უწევენ პოპულარიზაციას წიგნის კითხვას