ახალი ამბები

წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული თბილისის ბაღებში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე #46 ბაგა- ბაღში იმყოფებოდა, სადაც პატარებთან შესახვედრად საბავშვო პოეტი, მარიამ წიკლაური მიიწვიეს. სტუმარმა პატარებს მისი ახალი ლექსები წაუკითხა, ბავშვებმა კი მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, სააგენტოს ხელმძღვანელს კი საჩუქრად ხელნაკეთი ვეფხისტყაოსანი გადასცეს. ამ დღესთან დაკავშირებით, #46 ბაგა-ბაღს საერთაშორისო ორგანიზაცია "კივიტას გეორგიკამ" 200 ერთეული საბავშვო წიგნი გადასცა. კახაბერ გვანცელაძე კვირეულის ფარგლებში N205 ბაგა-ბაღსაც ეწვია, სადაც პატარებს წიგნები პოპულარულმა მუსიკოსმა გია ნიკოლაძემ წაუკითხა. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე თბილისის ბაღებში უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.