თემა „ემოციები“ - სახალისო აქტივობა N 75 ბაგა-ბაღში
თბილისის N75 ბაგა-ბაღში თემა „ემოციების” ფარგლებში, ახალი სტანდარტით გათვალისწინებული ღონისძიება ჩატარდა. პატარები აქტიურად იყვნენ ჩართული ძირითადი ემოციების განსხვავების და გამოხატვის მიმართულებით ინიცირებულ აქტივობებში. მოირგეს ემოციების გამომხატველი ნიღბები, მოხატეს ბუშტები და სხვადასხვა მეთოდური მასალით გამოსახეს ღიმილაკები. სპეციალურად ამ აქტივობისთვის, ბაღის ადმინისტრაციამ სტუმრად მოიწვია პანტომიმის თეატრის მსახიობი შორენა ზუბიაშვილი, რომელიც აღსაზრდელებს ემოციების არავერბალურად გამოხატვის შესახებ ესაუბრა და მათთვის მცირე მასტერკლასიც ჩაატარა. სოციალურ-ემოციური სფერო ერთ-ერთია ბავშვის განვითარების ხუთი სფეროდან, რომელზეც აგებულია თანამედროვე სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია და სტანდარტი. აქტივობას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განვითარების განყოფილების უფროსი მარიამ გოგინაშვილი დაესწრო.