ახალი ამბები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 2025 წლიდან საშუალოდ, 25%-ით იზრდება

საბავშვო ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, მოხდება თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურების  125-ლარით გაზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება, რაც უკვე სრულდება და ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები იზრდება საშუალოდ 25 %-ით , რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით.

2024 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით, დედაქალაქში 5 ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, 2 ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დაიწყო ახალ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, განახლდა არაერთი საბავშვო ბაგა-ბაღი. ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა სიახლეები განხორციელდება 2025 წელსაც.