თბილისის N215 ბაღს სრული რემონტი უტარდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე ქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანთან და ისნის რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან ერთად, N215 საბავშვო ბაღის განახლების პროექტს გაეცნო.
12-ჯგუფიანი ბაგა-ბაღის შენობა, რომელიც სტანდარტულად, 350 ბავშვს ემსახურება, სრულად გარემონტდება - განახლდება ინტერიერი, ფასადი და კეთილმოეწყობა ეზოს ინფრასტრუქტურა.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 051 210 ლარია, სექტემბერში დასრულდება და ახალ სააღმზრდელო წელს პატარები თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში შეხვდებიან.