თბილისის N198 ბაგა-ბაღს ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ესტუმრა
თბილისის N198 ბაგა-ბაღს ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ესტუმრა და მათთვის სახალისო მასტერკლასი ჩატარა.
ვიზიტი დოკუმენტური ფილმის პროექტის ფარგლებში შედგა, რომელსაც კომპანია „1991 პროდაქშენსი“ ქართველ მოჭადრაკე ქალებზე იღებს. ფილმში მათი ისტორია იქნება მოთხრობილი და ასევე, აღწერილი იქნება, თუ როგორ ცხოვრობენ ჭადრაკის ქართველი ლეგენდები.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათიც ჰქონდა. ბაღების აღსაზრდელების მშობლებს სტუმრებმა ინფორმაცია მიაწოდეს მაია ჩიბურდანიძის ჭადრაკის აკადემიის შესახებ, რომელიც სექტემბერში დიდ დიღომში გაიხსნება. პატარებმა მსოფლიო ჩემპიონისგან საჩუქრებიც მიიღეს.
მაია ჩიბურდანიძეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე შეხვდა და ფილმის გადასაღებად თბილისის საჯარო ბაღის შერჩევისათვის მადლობა გადაუხადა.