თბილისის N117 ბაგა-ბაღს შვედი პედაგოგები ესტუმრნენ
თბილისის N117 ბაგა-ბაღს საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში მყოფი შვედი პედაგოგების ჯგუფი ეწვია. ქალაქ გიოტენბურგის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისა და საკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ყოველდღიურ სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ.
თბილისის ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია კოლეგებს ბაღის ადმინისტრაციამ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ მიაწოდეს. შეხვედრას ესწრებოდა სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი თურმანიძე.
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს, როგორც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო, ისე კვებით უზრუნველყოფისა და ჰიგიენის ინფრასტრუქტურის კომპონენტი დედაქალაქის სკოლამდელი განათლების სისტემაში.