თბილისის ბაღებში წიგნის კითხვის კვირეული დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქტივობების კვირეული დაიწყო.
ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე N205 საბავშვო ბაღში დაესწრო, სადაც 4-დან 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებთან შესახვედრად დირექციამ ცნობილი ტელეწამყვანები, გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე მოიწვია.
გიორგი გაბუნიამ პატარებს ყველასათვის საყვარელი “წითელქუდა” წაუკითხა. პატარებმა და მათმა აღმზრდელებმა კი სტუმრებისთვის მუსიკალური ნომერი წარმოადგინეს.