თბილისის ბაღებში დედამიწის დღე აღინიშნება
დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება. იმართება როგორც მუსიკალური წარმოდგენები, ისე შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად, N92 საჯარო ბაგა-ბაღში კვირეულის ფარგლებში გამართულ აქტივობას დაესწრო.
ღონისძიებაზე პატარებმა ჩვენი პლანეტის საჭიროებების შესახებ თავიანთი ცოდნა წარმოაჩინეს, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, კახაბერ გვანცელაძემ აღსაზრდელებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.