ახალი ამბები

თბილისის 40-მა საზაფხულო ბაღმა მუშაობა დაასრულა

თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დღეს დაასრულეს. 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში მოქმედმა 40-მა ბაღმა 13 ათასამდე აღსაზრდელი მიიღო.

სააღმზრდელო პროცესი, საზაფხულო ბაღების პრინციპიდან გამომდინარე, ნაკლებად იყო დატვირთული საგანმანათლებლო პროგრამით და მისი დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის გასართობ და სპორტულ აქტივობებს ეთმობოდა, ტარდებოდა მრავალფეროვანი მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიებები. რამდენიმე ბაღს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე ესტუმრა.

 

სააღმზრდელო წლის დასრულება საზაფხულო ბაღებმა საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნეს და აღსაზრდელებს მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობნენ.