ახალი ამბები

თბილისის N2 ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს. შენობის ერთი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი გამაგრება მიმდინარეობს. ამასთანავე, მოიშალა შენობის თაღის სივრცეში კუსტარულად მოწყობილი ოთახები და მოხდა მისი გამაგრება. რაც შეეხება ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე საბჭოთა პერიოდში მიშენებულ ფლიგელს, სააგენტომ მისი დემონტაჟი განახორციელა და ამჟამად, მიმდინარეობს ახალი კორპუსის მშენებლობა. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დასრულებამდე, N2 ბაგა-ბაღის კონტინგენტი ალტერნატიულ ფართში განაგრძობს ფუნქციონირებას, პროექტის დასრულების შემდეგ კი ბავშვები განახლებულ შენობაში დაბრუნდებიან. პროექტის მიმდინარეობას საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი თქმით, N2 ბაღი 10 ჯგუფიანი იქნება და ის 330 ბავშვს მოემსახურება. პროექტი, რომლის ღირებულება 2 280 764 ლარია, წელსვე დასრულდება.