ახალი ამბები

შემოდგომის ფესტივალი N64 საბავშვო ბაღში

დედაქალაქის საბავშვო ბაღებში შემოდგომის თემატიკაზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას სამგორის რაიონში მდებარე N64 საბავშვო ბაღში დაესწრო.
ღონისძიება სახელწოდებით „შემოდგომის ფესტივალი“ ღია ცის ქვეშ გაიმართა. ყველა სააღმზრდელო ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით საჩვენებელი კუთხე მოაწყო და მუსიკალური ნომრები წარმოადგინა. ფესტივალი მშობელთა უშუალოდ ჩართულობით ჩატარდა.
წელიწადის დროების თავისებურებები და მათთან დაკავშირებული თემები ბაგა-ბაღებში მეთოდურ აქტივობებში არის გათვალისწინებული