საზაფხულო ბაღები 2024 დასრულდა
31 ივლისს თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულა. მთელი თვის მანძილზე, დედაქალაქში 50 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც 18 500 აღსაზრდელი იყო რეგისტრირებული.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე N205 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები გაიმართა.
სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, საბავშვო ბაღს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძეც ესტუმრნენ.