სამუშაო შეხვედრა N119 საბავშვო ბაღში
თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად თბილისის N119 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, რაიონის საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, რიმა ბერაძე და ზურაბ ჩიკვილაძე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩუღურეთის ცენტრალურ უბანში მდებარე საბავშვო ბაღის განახლების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ მომზადებულია რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც საბავშვო ბაღის შენობას კონსტრუქციული თვალსაზრისით თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.