სამგორის რაიონში 8-ჯგუფიანი ბაღი შენდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში ბაგა-ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. კახაბერ გვანცელაძესთან ერთად მშენებარე ობიექტი დაათვალიერეს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ.
ახალი საბავშვო ბაღი 8 ჯგუფიანი იქნება და 250-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს, დასაქმდება 50-მდე ადამიანი. სკოლამდელი აღზრდის ეს დაწესებულება ექსპლუატაციაში 2020 წლიდან შევა.
დედაქალაქში ამჟამად 9 ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან 5 შემოდგომაზე გაიხსნება.