ახალი ამბები

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა N155 ბაგა-ბაღში მართა მგელაძის დასახმარებლად

თბილისის N155 საჯარო ბაგა-ბაღში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ბაღის ადმინისტრაციამ აღსაზრდელებისა და აღმზრდელების მიერ აღდგომის თემატიკაზე დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა საბავშვო დაწესებულების ეზოში მოაწყო. ნამუშევრები მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა შეიძინეს.

საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძეც.

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა N170 ბაგა-ბაღის აღსაზრდელის, მართა მგელაძის დასახმარებლად გადაირიცხება. ხუთი წლის მართას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აღმოაჩნდა და უკვე თვეებია თურქეთის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის გამო, დედაქალაქის ბაღებში საქველმოქმედო ღონისძიებები ხშირად იმართება.

მართას დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც სატელეფონო ზარით, ისე საბანკო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვით:

მაგთიდან და ბილაინიდან აკრიფეთ ნომერი: 0901701448

საბანკო ანგარიშები:
საქართველოს ბანკი: 
GE47BG0000000822180500
მიმღები: ივანე მგელაძე(მამა)

თიბისი ბანკი:
GE89TB7194045063600038
მიმღები: ივანე მგელაძე(მამა)