საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "ჩვენ ვიცავთ საქართველოს უსაფრთხოებას"
თბილისის N192 ბაგა-ბაღში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენ ვიცავთ საქართველოს უსაფრთხოებას“ ჩატარდა.
სპეციალურად ამ დღისთვის, ბავშვებთან შესახვედრად ბაღს იმ პროფესიის ადამიანები ეწვივნენ, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებას იცავენ.
საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები ბავშვების მიერ მომზადებულ ღონისძიებას დაესწრნენ და მათი პროფესიების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. სტუმრები ბავშვებმა მათივე ხელი დამზადებული სუვენირებით დაასაჩუქრეს.
ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას, მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს ამ მნიშვნელოვან და ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.