საბავშვო ბაღში "ხუთკუნჭულა" წიგნიერების ოთახი მოეწყო
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში "ხუთკუნჭულა" საკითხავი სივრცე მოეწყო. „წიგნიერების კუთხე“ დატვირთულია საბავშვო ლიტერატურით, აღჭურვილია დეკორატიული განათებითა და რბილი სკამებით. შექმნილია კომფორტული გარემო წიგნის საკითხავად. „წიგნიერების კუთხის“ პრეზენტაცია წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილესთან, ირაკლი თურმანიძესთან ერთად დაესწრო. ბავშვებთან შესახვედრად ბაღის ადმინისტრაციამ საბავშვო ავტორი ნინო ქევხიშვილი მიიწვია, რომელმაც ბავშვებს თანამედროვე ზღაპარი წაუკითხა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.