ახალი ამბები

საბავშვო ბაღებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დედამიწის დღეს აღნიშნავენ. იმართება როგორც მუსიკალური წარმოდგენები, ისე შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები.

საჯარო ბაგა-ბაღებში პროგრამულად გათვალისწინებულია დედამიწის, ციური სხეულების, კოსმოსის, ასტრონომიისა და გარემოს დაცვის შესახებ შემეცნებითი აქტივობები.

ბავშვები სწავლობენ საინტერესო ფაქტებს დედამიწის შესახებ და იციან, რომ მას მოფრთხილება და ზრუნვა ჭირდება.