სააგენტოსა და SOS-ბავშვთა სოფელს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ასოციაცია "საქართველოს SOS - ბავშვთა სოფელს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინელი ბავშვებისათვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში მიმდინარე ჰუმანიტარული პროექტის გაგრძელებას ასოციაციის პატრონაჟით, ასევე, ახალი პროექტების დაწყებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მასშტაბით.
უკრაინელი ბავშვებისათვის საგანმანათლებლო და სოციალური პროექტი 2022 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ინიციატივითა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდებოდა, 2026 წლიდან კი ის ახალი, გაფართოებული ფორმატით, ასოციაცია "საქართველოს SOS - ბავშვთა სოფლის" მხარდაჭერით გაგრძელდება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და მხარდამჭერი პროექტების დაწყებას, მათ შორის, ინკლუზიური და სკოლამდელი განათლების, ძლიერი ოჯახების მხარდაჭერისა და ტრანზიციის ხელშეწყობის მიმართულებებით.
ღონისძიება სასტუმრო “რედისონ რედ თბილისში” გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენრტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ და ასოციაციის პროგრამების განვითარების ეროვნულმა დირექტორმა თამარ ჭანტურიამ.