ახალი ამბები

სააგენტოს ხელმძღვანელი ბაღებში მიმდინარე მონიტორინგის პროცესს გაეცნო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე მოადგილესთან და სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტებთან N2 და N155 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა, სადაც სტანდარტული მონიტორინგი ჩატარდა.
სპეციალისტების მიერ შემოწმდა სამზარეულო, პროდუქტის საწყობები და ასევე, პროდუქტის გაცემასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
სააგენტოს განვითარების განყოფილების სპეციალისტებმა კი დაათვალიერეს სააღმზრდელო ჯგუფები, სასადილო სივრცეები, ასევე შეამოწმეს აღმზრდელების მიერ გაწეულ მეთოდური სამუშაო და ჩანაწერები.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები ყოველდღიურად უწევენ ზედამხედველობას თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სხვადასხვა მიმართულებით შესრულებულ სამუშაოს. შედეგების მიხედვით, ხდება თანამშრომელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.