N28 ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო
სამგორის რაიონში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
N28 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა დაიწყო. ახალი ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 450 აღსაზრდელს მოემსახურება.
რამდენიმე დღის წინ დაწყებული მშენებლობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ, მერის მოადგილე კახა გულედანთან და პარლამენტის დეპუტატ ქეთევან ჩარკვიანთან ერთად, დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 7,552,545.00 ლარია. მისი დასრულება მომავალი წლის ბოლომდე იგეგმება.