N211 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ათობით პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის საბურთალოს რაიონში მდებარე N211 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ავარიული ფლიგელის გამაგრება, ფართის დამატება დაშენების სახით, ასევე, შიდა და გარე ინტერიერის სრული განახლება.
N211 საბავშვო ბაღი ოთხჯგუფიანია და 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. მისი რეაბილიტაციისათვის 2 346 487 ლარია გამოყოფილი.
პროექტის მიმდინარეობას დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან, ასევე, რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო.