ახალი ამბები

N198 და N192 საბავშვო ბაღების შენობები სრული განახლება/რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი N192 და N198 საბავშვო ბაღებში მიმდინარე განახლების და რეაბილიტაციის სამუშაოებს, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
განახლების პროექტი მოიცავს სრულად განახლებას ეზოების, ფასადების, თანამედროვე სტანდარტების სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მოწყობას, გამწვანების სამუშაოებს, მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემების მონტაჟს, შიდა სივრცეების სრულად მოდერნიზებას, საბავშვო ავეჯისა და სხვა საჭირო ინვენტარის განახლებას.
„ჩვენ დავიწყეთ ძველი ბაღების მასშტაბური განახლების პროექტები. ამჟამად, გავეცანით ვაკის და საბურთალოს რაიონებში მიმდინარე პროექტებს, ეტაპობრივად ანალოგიური პროექტები სხვა ბაღებშიც, თბილისის ყველა უბანში განხორციელდება. ჩვენი მიზანია, დედაქალაქში არსებულ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულებაში შევქმნათ თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო გარემო,“ - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.