N182 ბაგა-ბაღმა ჩემპიონ ქართველ ძალოსნებს უმასპინძლა
თბილისის N182 ბაგა-ბაღში მინი ოლიმპიადა ჩატარდა. ბაგა-ბაღმა ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს, ძალოსან ლაშა ტალახაძესა და ირაკლი თურმანიძეს უმასპინძლა.
პატარებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები და იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გაიმართა შეჯიბრი ჭიდაობაში, კრივში, სიგრძეზე ხტომაში, ძალოსნობასა და ხრიდოლში. შესრულდა იაპონური ცეკვა ოლიმპიადის მომავალი მასპინძელი ქვეყნის პატივსაცემად.
ღონისძიებას თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ლევან დავითაშვილი და ირაკლი აბუსერიძე დაესწრნენ.
ღონისძიების ყველა მონაწილე სახელოვანმა სპორტსმენებმა სამახსოვრო მედლებით დააჯილდოეს.