N154 ბაღის ინფრასტრუქტურა განახლდა
თბილისის N54 საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურას განახლების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. დასრულებული პროექტი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ გააცნო.
საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს მიერ დაწყებული „განახლების პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა - სრულად განახლდა შენობის ფასადი და წყალსაწრეტი სისტემები, მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო ახალი სპორტული მოედანი და ორი ახალი სათამაშო მოედანი ევრო-სტანდარტების შესაბამისი ატრაქციონებით, ასევე, განახლდა ბაღის ეზოში არსებული სცენა და ამფითეატრი, დაირგო 550 ტუიას ნერგი.
განახლებული ინფრასტრუქტურა სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემაც დაათვალიერეს.
სტუმრები ბაღში გამართულ სპორტულ აქტივობა „მხიარულ სტარტებსაც“ დაესწრნენ და შეჯიბრის მონაწილეები მედლებით დააჯილდოეს.