ახალი ამბები

N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანი შენობა მომავალი წლიდან შევა ექსპლუატაციაში

ისნის რაიონში მდებარე N109 საბავშვო ბაღს მომავალი წლიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. მიმდინარე სამშენებლო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

 

პროექტი 20 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, რაც 600-მდე აღსაზრდელის მომსახურებას ითვალისწინებს.

ბაღის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აშენდება და მოპირკეთდება. ბაღს ექნება სათამაშო მოედნები, ღია ტერასები აქტივობებისათვის, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან დამზადებული ატრაქციონები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ისნის რაიონში, სადაც გასულ წლებში განხორციელდა ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი. 2024 წელს კი დავიწყეთ ახალი შენობის მშენებლობა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარია გამოყოფილი და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. მომავალი წლიდან კი, 600-მდე პატარას თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მივიღებთ,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ.

ასევე, სამშენებლო სამუშაოები რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ და პარლამენტის ფრაქციაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამაც დაათვალიერეს.