მონიტორინგი N107 და N35 ბაღებში
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინტენსიურ გეგმიურ მონიტორინგს ახორციელებს.
პროცესს უშუალო მეთვალყურეობას უწევს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, რომელიც დღეს გლდანის რაიონის N107 და N35 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.
შემოწმდა სამზარეულო ბლოკებში არსებული მდგომარეობა, პროდუქტის ვარგისიანობა და ასევე, დაზუსტდა HACPP-ის სტანდარტების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებები. კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესსაც გაეცნო.