ახალი ამბები

მეთოდური მონიტორინგი თბილისის ბაღებში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განვითარების განყოფილებამ ინტენსიური მეთოდური მონიტორინგი დაიწყო. მონიტორინგის მიზანია, რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ახალი სტანდარტების ეფექტური დანერგვისათვის.

მონიტორინგის ფარგლებში, მოწმდება უნივერსალური დიზაინით ჯგუფების მოწყობა, ბავშვთა პორტფოლიოების წარმოება, ინდივიდუალური დაკვირვების ჩანაწერები, ასევე, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები.

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის პროცესს მოადგილესთან და განვითარების განყოფილების უფროსთან ერთად N112 და N158 ბაგა-ბაღებში გაეცნო. თბილისის 181 ბაგა-ბაღში ამჟამად, 3000-ზე მეტი სააღმზრდელო ჯგუფია და მონიტორინგი ეტაპობრივად ყველა მათგანს მოიცავს.