მართლწესრიგის ოფიცრები და მეხანძრე-მაშველები სტუმრად N213 ბაღში
დიდ დიღომში მდებარე თბილისის N213 ბაგა-ბაღს უბნის მართლწესრიგის ოფიცრები და მეხანძრე-მაშველები ესტუმრნენ და სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს მათი პროფესიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ოფიცრებმა ბავშვებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ის, რომ პოლიცია მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, აღსაზრდელებმა კი მათ თავისი მომზადებული აპლიკაცია უჩვენეს და უთხრეს, რომ საგანგებო ვითარებაში მათ 112-ზე უნდა დარეკონ. ბავშვებს მოკლედ მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი პროფესიის შესახებ მეხანძრე-მაშველებმა. უჩვენეს ის აღჭურვილობა, რაც ხანძრის შემთხვევაში ყველა მაშველს სჭირდება და აუხსნეს, თუ რა ინვენტარს იყენებენ დიდი და მცირე ხანძრის შემთხვევაში. პროფესიები ერთ-ერთია იმ თემებიდან, რომელსაც ჩვენი ბაღების აღსაზრდელები ეცნობიან. სასკოლო მზაობის პროგრამის მიხედვით, ბაღებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სტუმრობენ და მათი სამსახურების თავისებურებებზე ესაუბრებიან.