კახაბერ გვანცელაძე საზაფხულო ბაღების მუშაობას გაეცნო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი საზაფხულო ბაღების მუშაობას გაეცნო. კახაბერ გვანცელაძე დღეს N23 და N11 საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.
თბილისის მასშტაბით 1 ივლისიდან 40 საზაფხულო ბაღი მუშაობს, სადაც მომსახურებას 13 000 აღსაზრდელი იღებს. საზაფხულო ბაღების პროგრამა ძირითადად გასართობი თემატიკითაა დატვირთული ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ეზოში ატარებენ.