კახა გულედანი და კახა აბულაძე N112 ბაღში გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენ
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი, მერის მოადგილესთან ერთად, N112 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა.
საბავშვო ბაღის შენობას ჩაუტარდა ფასადის რეაბილიტაცია, განახლდა სათამაშო მოედნები და მოეწყო სრულიად ახალი სპორტული მოედანი.
კახა აბულაძე და კახა გულედანი ბაღში გამოსაშვებ ღონისძიებასაც დაესწრნენ. სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს ბაღის დასრულება მიულოცეს და სამახსოვრო ალბომები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.