კახა ბულაძე და გიორგი ტყემალაძე N27 ბაღს ესტუმრნენ
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე N27 საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც 1 ივლისიდან “საზაფხულო ბაღი” ფუნქციონირებს.
ბაღის პედაგოგებმა ბავშვებისთვის ყველაზე ცნობილი საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები გააცოცხლეს და მუსიკალური ეპიზოდები წარმოადგინეს.
გიორგი ტყემალაძემ
და კახა აბულაძემ მადლობა გადაუხადეს N27 საბავშვო ბაღის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას დღევანდელი ღონისძიებისათვის, ასევე, იუბილე მიულოცეს ბაღის მუსიკის პედაგოგს, დამსახურებულ ქართველ საბავშვო კომპოზიტორს, საპატიო თბილისელს, ქალბატონ მეია მეგრელიშვილს, რომელიც ათეული წელია ემსახურება სკოლამდელი განათლების სისტემას.