კახა აბულაძემ ბაღების დირექტორებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ საჯარო ბაღების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა დირექტორებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, პერსონალის მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება ახალი ღონისძიებები, მათ შორის, პარტნიორებთან ახალი ერთობლივი პროექტები.
კახა აბულაძემ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა, ასევე, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტები დაიწყება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.