კახა აბულაძე N45 ბაღში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება დაესწრო
თბილისის საბავშვო ბაღებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული კვირეული დაიწყო. დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას N45 საბავშვო ბაღში დაესწრო.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა პატრიოტულ თემაზე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ინტელექტუალურ თამაშებსა და ვიქტორინებში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ მადლობა გადაუხადა ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას აქტიური საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისას. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე დაესწრო.