ახალი ამბები

კახა აბულაძე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, მოადგილეებთან ერთად, იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს დაკვეთით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა სააგენტოს ხელმძღვანელს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტების შესრულების გეგმა-გრაფიკების, ამჟამად არსებული მდგომარეობისა და თითოეული პროექტის დასრულების ვადების თაობაზე. შეხვედრას ესწრებოდა ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენელი.
ამჟამად, დედაქალაქში ექვსი ახალი საბავშვო ბაღი შენდება და ორი ბაღის შენობებს რეაბილიტაცია უტარდება.
კახა აბულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს და რამდენიმე ათასმა პატარამ თანამედროვე სტანდარტების შენობებში მიიღოს სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისები.