ისანში, საინგილოს ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება
ისნის რაიონში წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. მიმდინარე მშენებლობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა. შენობაში 8 სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და ის ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ამასთან, ბაღი აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით, მათ შორის ვიდეოკამერებითა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. ახალი ბაღი 250-მდე ბავშვს მიიღებს და 50-მდე ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ღირებულება 2 295 000 ლარია.