ისანში N26 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო
თბილისში, ისნის რაიონში მდებარე N26 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც დემონტაჟის შემსრულებელი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა. სადემონტაჟო სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის ვადებსა და სამუშაოს მასშტაბებზე გაესაუბრა. „ისნის რიონში მდებარე N26 ბაგა-ბაღის შენობის მდგომარეობა ექსპერტების მიერ საფრთხის შემცველად შეფასდა და საექსპერტო დასკვნის გაცნობისთანავე, ჩვენ ბაღის სრული შემადგენლობა ალტერნატიულ ფართში გადავიყვანეთ. შენობის დემონტაჟის შემდეგ ამ ადგილას აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, სადაც ჩვენი პატარებისთვის უსაფრთხო გარემო იქნება შექმნილი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, ისნის რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული ბაღის შენობაა, რომელთა დემონტაჟიც უახლოეს მომავალში დაიწყება.