ჰუმანიტარული პროექტი თბილისის N93 საბავშვო ბაღში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისათვის
თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე 93-ე საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-თან პარტნიორობით, ერთობლივი ჰუმანიტარული პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ ბაღში უკრაინიდან ომის შედეგად ლტოლვილი ოჯახების 30 ბავშვი სასკოლო მზაობის უკრაინის ეროვნულ პროგრამას გადის.
“თბილისის მერიამ არაერთი ჰუმანიტარული პროექტი განახორციელა უკრაინული ოჯახების დასახმარებლად, ერთ-ერთია “სასკოლო მზაობის ჯგუფი”, რომელიც ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” მიერ არის ინიცირებული. ამ
ჯგუფისთვის სააგენტომ გამოყო, მოაწყო და აღჭურვა ჯგუფი, უზრუნველყო ბავშვთა კვება და პროექტის კომუნალური ხარჯების დაფარვა, ყველა სხვა ხარჯზე, ასევე საორგანიზაციო საკითხებზე, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას,” - განაცხადა კახა აბულაძემ. მისივე თქმით, პროექტის მხარდაჭერას სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს.
კახა აბულაძე უკრაინელი ბავშვების საახალწლო აქტივობას დაესწრო და მათ ორგანიზაცია Save the Children-ის წარმომადგენლებთან, თამარ თოფურიასთან და ანა ლაღიძესთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა.