HEART-ის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
თბილისის 12 საჯარო ბაგა-ბაღის 24 აღმზრდელი არასამთავრობო ორგანიზაციის - „გადავარჩინოთ ბავშვები“ პროექტ HEART-ის ფარგლებში გადამზადდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს, სადაც განხორციელებულ სამუშაოზე, მოლოდინებსა და პროექტის შედეგებზე ისაუბრეს. ორგანიზატორების განცხადებით, ტრენინგები იმაზე მეტად ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან პრაქტიკული მუშაობის ფარგლებში, ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოვლინდა.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი სკოლამდელი განათლების მიმართულებით, სამომავლოდ არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავენ და ამ კუთხით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან კვლავ ითანამშრომლებენ.