ახალი ამბები

გურამ ოქროპირიძე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გურამ ოქროპირიძე, მოადგილეებთან ერთად, იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს დაკვეთით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა სააგენტოს ხელმძღვანელს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტების შესრულების გეგმა-გრაფიკების, ამჟამად არსებული მდგომარეობისა და თითოეული პროექტის დასრულების ვადების თაობაზე.
ამჟამად, დედაქალაქში ხუთ საბავშვო ბაღის შენობა შენდება და ორი ბაღის შენობებს რეაბილიტაცია უტარდება.
გურამ ოქროპირიძის განცხადებით, პროექტების მონიტორინგი კვლავ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მშენებლობის სტანდარტები და დროულად მოხდეს შენობება-ნაგებობების აღჭურვა და ექსპლუატაციაში მიღება, სადაც ათასობით ოჯახი ისარგებლებს სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისებით.