ახალი ამბები

გოგი ჩიქოვანი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ბაღების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებენ.

შეხვედრაზე სამშენებლო პროექტების მიმდინარეობა და მათი შესრულების გეგმა-გრაფიკი განიხილეს. ხაზი გაესვა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტების დროული და ხარისხიანი შესრულება უაღრესად მნიშვნელოვანია თბილისის მცხოვრებლებისათვის, რადგან უამრავი ოჯახი ელოდება ახალი სკოლამდელი დაწესებულებების გახსნას, ასევე, რეაბილიტირებულ შენობებში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაოები ხარისხიანად და სტანდარტების შესაბამისად  წარიმართოს, ამავდროულად, დაცული იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რათა შევძლოთ თბილისის  სხვადასხვა უბანში თანამედროვე სტანდარტების  ახალ საბავშვო ბაღებში ბავშვების მიღება. ამ ეტაპზე, თბილისში 10 საბავშვო ბაღი შენდება და მიმდინარეობს ორი ბაღის შენობების კაპიტალური რეაბილიტაცია, შესაბამისად, საჭიროა, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები დროულად და წარმატებით დასრულდეს," - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.