ახალი ამბები

გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგს განაგრძობს. კახაბერ გვანცელაძემ გლდანის მე-6 და მე-8 მიკრორაიონში მშენებარე ბაღები დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა.

 

გლდანის რაიონში ამჟამად სამი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან 2 შემოდგომაზე შევა ექსპლუატაციაში.