ახალი ამბები

"განახლების პროგრამის" ფარგლებში, N54 ბაღის სრული რემონტი დასრულდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე გლდანის რაიონში მდებარე N54 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
საბავშვო ბაღში, გარე ინფრასტრუქტურის განახლების შემდეგ, სრულად გარემონტდა შიდა სივრცეები - სააღმზრდელო ჯგუფები,
დარბაზები და ადმინისტრაციული ოთახები. პროექტი, რომლის ღირებულება 112 350 ლარია, “განახლების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.
კახა აბულაძესთან ერთად განახლებული ბაღი საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატებმა, ლადო ბოჟაძემ და კონსტანტინე ზარნაძემ დაათვალიერეს. სტუმრები მუსიკალურ ღონისძიებასაც დაესწრნენ, რომელიც ბაღის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე მოამზადეს.