ფონიჭალაში მშენებარე საბავშვო ბაღი კახაბერ გვანცელაძემ დაათვალიერა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 2019 წლის შემოდგომაზე ოთხი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნისათვის ემზადება.
სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ერთ-ერთი მშენებარე ბაღი სოფელ ფონიჭალაში კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაღი აქამდე არ ფუნქციონირებდა. შემოდგომიდან კი ახალი ბაგა-ბაღი 250-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
თბილისში მიმდინარე წელს ცხრა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომელთაგან ოთხი - გლდანის, ისნის, კრწანისისა და დიდუბის რაიონებში, მიმდინარე წლის დასრულებამდე შევა ექსპლუატაციაში.