ახალი ამბები

"დედამიწის დღე" - ღონისძიება N12 საბავშვო ბაღში

თბილისის N12 საბავშვო ბაღში გაიმართა შემეცნებით-საგანმანათლებლო წარმოდგენა „დავეხმაროთ დედამიწას“.
პატარებმა ტყის ბინადრების პერსონაჟები განასახიერეს, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ილაპარაკეს ბუნებისა და გარემოს საფრთხეებზე, დასასრულს კი დასევდიანებული დედამიწა ადამიანის მიერ მიყენებული ზიანისგან იხსნეს.
ღონისძიებას დასწრო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე.